Dainese არის იტალიური ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია მოტოციკლებითა და მოპედებით გადაადგილებისთვის საჭირო აქსესუარებსა და დამცავ ეკიპირებაში. კომპანია 1972 წელს დაარსა ლინო დაინეზემ მოლვენაში, ვიჩენცის რეგიონში. დაარსების დღიდან Dainese ორიენტირებულია უსაფრთხოებაზე, კომფორტსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე. 2007 წელს კომპანიამ შეისყიდა ცნობილი იტალიური ჩაფხუტების მწარმოებელი AGV, რაც საფუძველი გახდა მათ შორის თანამშრომლობისთვის — ერთად ისინი ქმნიან უფრო მსუბუქ, მოხერხებულ და დაცულ ჩაფხუტებს. Dainese-ის პროდუქცია აერთიანებს დიზაინს, ფუნქციურობასა და ხარისხს. საქართველოში მისი ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია ტრანსპორტერი 2017 წლიდან.