კომპანია ტრანსპორტერი ”EYOF Bakuriani 2025”- ის პარტნიორი და მხარდამჭერია. 🎿🗻 ჩვენ, როგორც BRP-ის ოფიციალური დისტრიბუტორები საქართველოში, ვზრუნავთ ფესტივალის პრემიუმ ხარისხის ტექნიკით აღჭურვაზე. ამიტომ სხვა სპეციალურ თოვლსატკეპნ ტექნიკასთან ერთად, რომელიც სასრიალო ტრასების დახაზვასა და მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი, ფესტივალზე იმუშავებენ კანადური ბრენდის თოვლმავლები: Lynx 69 Ranger. მათი დახმარებით მოხდება ტრასების მონიტორინგი.