KARSAN არის საზოგადოებრივი და კომერციული ტრანსპორტის მწარმოებელი თურქული ბრენდი, რომელიც 1966 წელს დაარსდა. კომპანია ქმნის მიკროავტობუსებს, სატვირთო მანქანებს, სასკოლო და საქალაქო ავტობუსებს, ასევე ტურისტულ ტრანსპორტს. მისი ტექნიკა გამოირჩევა ორიგინალური დიზაინითა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტებით. KARSAN მუდმივად აფართოებს პროდუქციის ასორტიმენტს მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ბიზნესის, ისე საზოგადოების კმაყოფილებას. საქართველოში KARSAN-ის ოფიციალური დისტრიბუტორია კომპანია ტრანსპორტერი 2019 წლიდან.